თანამედროვე ეპოქაში პირის ღრუსა და კბილთა რკალის სრულყოფილი და ესთეტიური აღდგენის მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. პაციენტების უმრავლესობისთვის საკმაოდაა ცნობილი სტომატოლოგიის უახლესი ტექნოლოგიების შესახებ. სტომატოლოგიური კლინიკა „დენტეფექტი" უკვე 14 წელია რაც ხალხის სამსახურშია. მთელი ამ დროის მანძილზე კლინიკა მუდმივად ფეხდაფეხ მისდევს მსოფლიოს სიახლეებს სტომატოლოგიაში. დენტეფექტში სრულიადაა წარმოდგენილი სტომატოლოგიური მომსახურების ფართო სპექტრი, კბილის დაბჟენით დაწყებული და პირისა და ყბა-სახის ქირურგიულ ურთულეს მანიპულაციებამდე. წარმატებით ხორციელდება დენტალური იმპლანტაციები,რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ. მკურნალობის ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება, კბილთა როგორც ერთეული დანაკლისის, ასევე ნაწილობრივი და სრული არ არსებობის შემთხვევაში.დენტალური იმპლანტების საშუალებით შესაძლებელია სრულიად უარი ითქვას კბილების მოსახსნელ პროთეზებზე. დენტალური იმპლანტი- ეს არის ტიტანისაგან დამზადებული ე.წ. „ხელოვნური ფესვი", რომლის მოთავსებაც ხდება ადამიანის ყბის ძვალში და მასზე შემდეგ შესაძლებელია ხელოვნური კბილის დამაგრება. მკურნალობის ასეთი მეთოდით აღდგენილი კბილი არის სრულფასოვანი როგორც ფუნქციით, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით. მარტივ შემთხვევებში მანიპულაცია საკმაოდ სწრაფია და რაც ყველაზე მთავარია უმტკივნულოა. არ საჭიროებს მნიშვნელოვან მომზადებას და კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. დღესდღეისობით , თითქმის არ არსებობს შემთხვევა, მნიშვნელოვანი ზოგადი დაავადებების მქონე პაციენტების გარდა, რომლის დროსაც იმპლანტაციის გაკეთება ვერ ხერხდება, თუმცა ზოგჯერ საჭიროა დამატებითი დამხმარე მანიპულაციები და შესაბამისად მკურნალობის ვადებიც შედარებით მეტ დროს მოიცავს. ხშირია შემთხვევა ,როდესაც პაციენტებისთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს მოსახსნელი პროთეზის ხმარება ფიქსაციის პრობლემების გამო. დენტალური იმპლანტების საშუალებით ადვილად გვარდება ეს პრობლემა და სპეციალური კონსტრუქციების მეშვეობით მოსახსნელი პროთეზი საკმაოდ მყარად და უძრავად თავსდება პირის ღრუში. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია მოიგვაროთ ნებისმიერი სირთულის პრობლემა და რაც მთვარია სრულიად უმტკივნეულოდ. ქირურგიული სამსახურის საქმიანობა არა მხოლოდ იმპლანტაციით შემოიფარგლება. დენტეფექტში სისტემატიურად სრულდება პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციები. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს აწუხებს ღრძილების სხვადასხვა ფორმის და სირთულის დაავადებები. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველოს მოსახლეობა წარმოადგენს. პაროდონტის პრობლემების სამკურნალოდ ,ჩვენს კლინიკაში წარმატებით ვიყენებთ დიოდურ ლაზერს. მისი მეშვეობით სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება პაროდონტის პათოლოგიური ჯიბეების სტერილიზაცია, გრანულაციური და ანთებითად გადაგვარებული ქსოვილების მოცილება. ლაზერის ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციის მასტიმულირებელი თვისებები უმოკლეს დროში იძლევა საუკეთესო შედეგებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ლოკალურ და ზოგად მდგომარეობას. თუმცა ლაზერის როლი მხოლოდ პაროდონტოლოგიით არ შემოიფარგლება. მისი საშუალებით შესაძლებელია ტუჩისა და ენის ლაგამის კორექცია, საოპერაციო ველის სტერილიზაცია. აფთების და სტომატიტების მკურნალობა, მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნის და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნების (ფიბრომა, პაპილომა, ეპულისი და ა.შ. ) მოცილება და ხშირ შემთხვევაში არ არის ჭრილობაზე ნაკერების დადების აუცილებლობა.