ორთოპედიული სტომატოლოგიაორთოპედიული სტოატოლოგია ახალი, ინოვაციური აპარატურის და მასალების ფართო არჩევანის წყალობით დიდი ნაბიჯებით ვითარდება. ჩნდება ახალი შესაძლებლობები პაციენტის მოთხოვნილებების და სურვილების შესასრულებლად. ჩვენს კლინიკას აქვს საკუთარი, თანამედროვე სანტექნიკო ლაბორატორია, რაც განაპირობებს პაციენტის სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ლაბორატორიაში მზადდება ნებისმიერი კონსტრუქციის ორთოპედიული სამუშაო:მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზები, ბიუგელისებური პროთეზები, ელასტიური Bre-Flex-ის პროთეზები. მთლიანი ან ნაწილობრივი ელასტიური პროთეზი Bre-Flex მზადდება პრეს-მეთოდით და დიდხანს ინარჩუნებს ფორმას, სიგლუვეს და მოცულობას. პროთეზის ბაზისი რბილია და კომფორტული, აღადგენს ღეჭვის ფუნქციას და ღიმილის ესთეტიკას. კლინიკაში წარმატებთ ხორციელდება იმპლანტაციის შემდგომი პროთეზირება. იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, მასზე დამაგრებული ხელოვნური კონსტრუქცია კი ირჩევა პაციენტის სურვილის მიხედვით. ა)ფაიფურის გვირგვინი მეტალის კარკასზე.მზადდება ქრომოკობალტის შენადნობისაგან, არ იჟანგება პირის ღრუში და გამძლეა ღეჭვით დატვირთვის მიმართ. კარკასი გარედან იფარება კერამიკის ფენით, რომელიც კბილს აძლევს ბუნებრივ ფერს და ფორმას ბ)ფაიფურის გვირგვინი ცირკონის კარკასზე. კარკასი მზადდება ბუნებრივი ცირკნისაგან. იგი ბუნებრივად თეთრი ფერისაა და გამჭვირვალე. ასეთი გვირგვინი არ გამოირჩევა ბუნებრივი კბილისაგან. ლაბორატორიაში მზადდება აგრეთვე ორთოპედიული ვინირები-კერამიკა კარკასის გარეშე, ძირითადად გამოიყენება ფრონტალური კბილებისათვის. ერთეულ შემთხვევაში ვიყენებთ მეტალის სხმულ გვირგვენებს, ღეჭვით ფუნქციის სრულყოფილად აღადგენის მიზნით. კბილის ფესვის კედლების სისუსტის დროს ვამზადებთ ჩანართს. ქრომ-კობალტის შენადნობისგან, ვერცხლის ან ცირკონისგან. იგი თავსდება კბილის ფესვში, რათა შექმნას მყარი საყრდენი გვირგვინისთვის. ზემოთაღნიშნული ორთოპედიული მანიპულაციები ტარდება უმტკივნეულოდ და მაქსიმალური ხარისხით.
|
Copyright © 2013 | Created By WebStudia.Ge |