ჰიგიენაყველაფერი იდეალური ჰიგიენისთვის ჩარევის უსაფრთხოება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობაზე სრულყოფილი ჰიგიენა-პირველი ნაბიჯია ჯანმრთელი კბილების და ღრძილების შესანარჩუნებლად. დღეისათვის ქართულ ბაზარზე შემოსულია უნიკალური ჰიგიენური საშუალებების ფართო სპექტრი, რაც ნებისმიერი სპეციფიური პრობლემის გადაჭრის გარანტია. ,,დენტ-ეფექტის'' თერაპევტები ურჩევენ და საშუალებას აძლევენ პაციენტებს აირჩიონ მისი მოთხოვნილებებისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი გადაწყვეტილება მოცემულ მომენტში. კონსულტაცია ჰიგიენის შესახებ გულისხმობს სწორად შერჩეულ კბილის ჯაგრისს, კბილის პასტას, პირის ღრუს სავლებს, დეოდორანტებს. პაციენტს განემარტება კბილების პროფესიული წმენდის პროცედურის მნიშვნელობა და სიხშირე, კბილების საწმენდად ძაფის უპირატესობა და სწორად ხმარების მეთოდიკა. ასევე, ჩვენების მიხედვით, პაციენტებს ვესაუბრებით ხელოვნური კბილების და პროთეზის ჰიგიენის დაცვის საშუალებებზე, როგორიცაა პროთეზების ღრძილებზე კრობადი მასალები, რომელნიც ფორმულირებულია აქტიური და ბუნებრივი ინგრედიენტების ექსკლუზიური კომბინაციით, ასევე პროთეზის სპეციალური ჯაგრისების და ტაბლეტების შესახებ. კბილების წმენდის ტექნიკის შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, პაციენტების 96% კბილებს არასწორად იხეხავს და ვერ აშორებს ნადებს, რომელსაც გინგივიტისა და კარიესის გამოწვევა შეუძლია. კვალიფიციურ სტომატოლოგთა კონსულტაცია აუმჯობესებს პირის ღრუს მოვლის სათანადო ჩვევების შესახებ პაციენტების ცოდნას, რაც შეეხება რჩევის გათვალისწინებას, ქცევას და ქმედებას-ეს უკვე პაციენტებზეა დამოკიდებული. |
Copyright © 2013 | Created By WebStudia.Ge |